Monday, October 27, 2008

პროექტის სახელი: ”ჩემი საცხოვრებელი ადგილი”

მასწავლებლები:
თამარ კალხიტაშვილი kalkhitashvili.3d@gmail.com
ანი ბედენაშვილი bedenashvili.3g@gmail.com

მოსწავლეები:
ანანიძე ზუკა, დარჩიაშვილი ნიკა, კალანდაძე მარიამ, ლომაძე ნია, საყვარელიძე ალექსანდრე, ქათამაძე ნიკა, ქვათაძე დავით, ხვინთელიანი ლუკა.

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აღწერენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს, მოახდენენ სხვადასხვა უბნის (საცხოვრებელი ადგილის) შედარება, მათი თავისებურებების გამოკვეთა.

პროექტის სრული აღწერა: საცხოვრებელი ადგილის აღწერა - ეს არის ჩვეულებების, ტრადიციების, რწმენის შესწავლისა და გაგების გზა. მოსწავლეები გაიზიარებენ სხვადასხვა უბნის კულტურას, თავისებურებებს, მოხდება მათი საცხოვრებელი ადგილების შედარება. იღებენ ინტერვიუს უბანში მცხოვრებ უხუცესი ადამიანისაგან. მოსწავლეები გამოიკვლევენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ისტორიას, რითაც განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები და გააცნობიერებენ ადგილობრივი ისტორიის მნიშვნელობას აწმყოსათვის.

მონაწილეთა ასაკი: 5-11

ვადები: 2 სასწავლო კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები:
1. კითხვა_პასუხი; ჯგუფური მუშაობა, ინტერვიუს აღების მეთოდითა და კითხვების დასმით საკითხში ჩაღრმავება.
2. თემა (მცირე ზომის ტექსტი) :
“ადგილი სადაც ვიცხოვრებდი”
“სადღაც ჭალებსა და მთებს იქეთ” (უცნობი, შორეული და საოცნებო ადგილი, მისი მაცხოვრებლები)
“მე და ჩემი მეზობლები”
( ამ თემასთან ერთად : მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება საცხოვრებელ ადგილას აღმოჩენილ პრობლემებთან მიმართებაში,ძირითადი პრობლემის გადასაჭრელი გზის/გზების ძიება.)
3. ნახატი: “ჩემი ოთახი”
4. თიხა: “ჩემი სახლი”
5. ქართული სახლის ტიპები (კუთხეების მიხედვით, ინფორმაცია და ფოტომასალა)
6. ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში
7. მოსწავლეები, საკუთარი საცხოვრებელი ადგილის შესწავლისას, შეეცდებიან აღადგინონ მოკლე ისტორიული სურათი, ამისათვის მათ უფროსი თაობის დახმარება დასჭირდებათ (ბებია-ბაბუა).
მოსწავლეები ინტერვიუს სახით ჩაწერენ მოპოვებულ ინფორმაციას.
8. ძველი თბილისის საარქივო ფოტო მასალის ჩვენება.
9. სახლების ნუმერაცია.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიწავლიან ადგილის ისტორიას სხვადასხვა რესურსების გამოყენებით(ინტერვიუ, წერილები), შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. შექმნიან ნახატებს, ვებ-ბლოგს. გაუძლიერდებათ კულტურული იდენტობის შეგრძნება,

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია (ეთნოგრაფია) , ქართული, მათემატიკა.